საგადასახადო კონსულტაციები
ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ საგადასახადო კონსულტაციების მომსახურებას, რომელიც მიზნად ისახავს თქვენი ბიზნესის საგადასახადო პროცესების ოპტიმიზაციას და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობას. მომსახურების ფარგლებში ვაძლევთ პრაქტიკულ და დასაბუთებულ რეკომენდაციებს საგადასახადო დაგეგმვის, გადასახადების სწორად დარიცხვისა და დეკლარირების, ასევე საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის მიმართულებით.
სერვისის შესახებ
ჩვენი გუნდი სიღრმისეულად აანალიზებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს. მათ შორის საგადასახადო ორგანოების მიდგომებს, რაც კლიენტს აძლევს წინასწარ გათვლილ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს. საგადასახადო კონსულტაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრუქტურული ცვლილებების, გარიგებების, ინვესტიციების ან ახალი საქმიანობის დაწყების ეტაპზე. ჩვენი მიზანია ვიყოთ თქვენი სანდო საგადასახადო პარტნიორი, შევამციროთ შესაძლო რისკები და უზრუნველვყოთ თქვენი ბიზნესის ფინანსური მდგრადობა და პროგნოზირებადობა.