საგადასახადო და ფინანსური აუდიტი
ჩვენ გთავაზობთ საგადასახადო და ფინანსური აუდიტის ინტეგრირებულ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსური და საგადასახადო პროცესების სიზუსტეს, გამჭვირვალობასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობას. აუდიტის ფარგლებში ვაანალიზებთ სამეურნეო ოპერაციების სიზუსტეს, ფინანსურ ანგარიშგებებს, ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის პროცესებს, დეკლარაციებს, გადასახადების დარიცხვისა და გადახდის სისწორეს, ასევე შესაძლო რისკებსა და შეუსაბამობებს.
სერვისის შესახებ
ჩვენი გამოცდილი აუდიტორები აუდიტის პროცეს ახორციელებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. კლიენტს სთავაზობენ ობიექტურ, საფუძვლიან და პრაქტიკულ რეკომენდაციებს. საგადასახადო და ფინანსური აუდიტი ზრდის ინვესტორების, პარტნიორებისა და პოტენციური პარტნიორების ნდობას, ამყარებს კორპორატიულ მართვას და ხელს უწყობს ეფექტური მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ თქვენი ბიზნესის ფინანსური უსაფრთხოება და გრძელვადიანი სტაბილურობა.