საბუღალტრო მომსახურება
ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ საბუღალტრო მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სრულ შესაბამისობას საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო აღრიცხვის სტანდარტებთან. ჩვენი სერვისი მოიცავს ბუღალტრული აღრიცხვის სრულ ციკლს: პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის წარმოებას, დეკლარაციების დროულ წარდგენას, შრომითი გასამრჯელეობის აღრიცხვასა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებას.
სერვისის შესახებ
ჩვენი გამოცდილი გუნდი მუდმივად აკონტროლებს საკანონმდებლო ცვლილებებს და უზრუნველყოფს საგადასახადო რისკების მინიმიზაციას. თითოეულ კლიენტს ვთავაზობთ ინდივიდუალურად მორგებულ მიდგომებს, რაც ხელს უწყობს ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციასა და ხარჯების ეფექტურ მართვას. ჩვენი მიზანია ვიყოთ თქვენი საიმედო ფინანსური პარტნიორი და შევქმნათ მყარი საფუძველი თქვენი ბიზნესის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის.